
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ დღეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახური გვაცნობებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობას.
ფაშინიანმა და ერდოღანმა აღნიშნეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობა, რათა ჩამოყალიბდეს ურთიერთნდობის ატმოსფერო და განვითარდეს რეგიონალური კომუნიკაციები.
მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ოფიციალური განცხადება სხვა დეტალებს არ შეიცავს.