
2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს სკოლებში პირველი ზარი 15 სექტემბერს დაირეკება.
გასულ, 2024-2025 სასწავლო წელს, მუნიციპალიტეტს 590 პირველკლასელი ჰყავდა. იმის გასარკვევად, თუ რამდენი პირველკლასელი იქნება წელს, მივმართეთ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სადაც გვიპასუხეს, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ.
რესურსცენტრში გვითხრეს, რომ რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა და მოსწავლეების მიღების პროცესი გრძელდება. მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა ცნობილი გახდება 15 სექტემბერს.
2024-2025 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 ივნისს დასრულდა.
ფენია თოროსიან