
შირაზ გასრი- ნახვამდის, საქართველო, მადლობა ფრანგულ გუნდს მათი ურყევი თავდადებისთვის და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში.
მეც ისეთივე დამძიმებული გულით მივდივარ, როგორც ქართველები, – წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის ელჩი საქართველოში შირაზ გასრი.
„ნახვამდის, საქართველო. მადლობა ფრანგულ გუნდს მათი ურყევი თავდადებისთვის და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართულ მეგობრობაში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით მივდივარ, როგორც ქართველები. დიდხანს იცოცხლეთ“, – წერს გასრი.
შეგახსენებთ, რომ შირაზ გასრის, როგორც საფრანგეთის ელჩის, ვადა საქართველოში ამოიწურა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოლივიე კურტო საქართველოში ახალ ელჩად აგვისტოს დასაწყისში დანიშნა.