
ახალქალაქში, ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაურკვეველია, თვითმხილველების თქმით, მშრალი ბალახი იწვის. კვამლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული.
ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება.