როგორც Jnews-ს ახალქალაქის მერიიდან აცნობეს, ქალაქის დღის აღნიშვნა წელს 10 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ღონისძიების პროგრამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, ისინი მომავალ კვირას მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის დღის აღსანიშნავად 2025 წლის ბიუჯეტში თავდაპირველად 75 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. მოგვიანებით, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ზეიმისთვის კიდევ 9 650 ლარი დაემატა.

ახალქალაქის დღე პირველად 2017 წელს აღინიშნა.