არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს წელს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩააბარონ გამოცდები და დაადასტურონ თავიანთი საგნობრივი კომპეტენცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მასწავლებლებისთვის გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებითი შესაძლებლობა მიეცემათ, დაადასტურონ თავიანთი საგნობრივი კომპეტენცია და გაიარონ გრძელვადიანი კვალიფიკაციის ამაღლების კურსი, რათა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვონ.

ფენია თოროსიან