საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 29 აგვისტო არასამუშაო დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მიმართ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.

ასევე, გადაწყვეტილება არ ვრცელდება იმ სამსახურებსა და თანამშრომლებზე, რომელთა ფუნქციებიც აუცილებელია.