ბეჟან ბჟაიძემ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადების თანახმად, ხელმძღვანელმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის, დ. გოგობერიშვილისა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე დისციპლინური საქმის ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ პირობების გათვალისწინებით, რომ მოქმედი გამოძიებისა და შიდა სამსახურებრივი შემოწმებისას ხელმძღვანელი პირები თანამდებობებზე რჩებოდნენ, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, აღნიშნულმა პირებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი პატარიძე დაინიშნა.

ფენია თოროსიან