უკვე ერთი წელია, რაც ახალქალაქის ნაზარეთიანის ქუჩის ეს მონაკვეთი უცვლელ მდგომარეობაშია. წყლის მილების გასაყვანად გზა ამოთხარეს, თუმცა დღემდე არ შეუკეთებიათ. დროთა განმავლობაში, გზის ამ ნაწილზე მწვანე საფარმაც კი დაიწყო ამოსვლა.

ნაზარეთიანის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მათი ქუჩის მდგომარეობას ყურადღებას არავინ აქცევს.

nazaretyan4

ჩემი შვილი და მეზობლის შვილი ერთად ცდილობდნენ გზის შეკეთებას. უკვე ერთი წელია, ეს მონაკვეთი უყურადღებოდაა დარჩენილი. ჩვენ მერიასაც მივმართეთ, მაგრამ იქ გვითხრეს, რომ გზის ეს ნაწილი მათ კონტროლქვეშ არ არის და გვირჩიეს, წყალმომარაგების კომპანიისთვის მიგვემართა. რამდენჯერმე მივმართეთ იქაც, მაგრამ გვითხრეს, რომ სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის და ასფალტს მხოლოდ ამის შემდეგ დააგებენ“, – თქვა ნაზარეთიანის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

Jnews-ი დაუკავშირდა შპს „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას“. კომპანიიდან გვიპასუხეს, რომ შეკითხვები წერილობით უნდა წარვადგინოთ.

nazaretyan3

შეგახსენებთ, რომ Jnews-ი ამ თემას ადრეც შეეხო და ესაუბრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსისიანს.

მან მაშინ აღნიშნა: „ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის, მიმართეთ წყალმომარაგების სერვისცენტრს.“

nazaretyan 5

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“ წერილის მიღებისთანავე, Jnews-ი მას გამოაქვეყნებს.