განძას მთებში 15-17 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს.

როგორც Jnews-მა განძის მცხოვრებლებისგან გაარკვია, ახალგაზრდა ადგილობრივი არ არის. ის ნინოწმინდის მთებში ცხვრის ფარას მწყემსებთან ერთად საძოვრებზე აბრუნებდა. ახალგაზრდამ პირველადი სამედიცინო დახმარება სოფელ განძას აფთიაქში მიიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.