
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია. Jnews-ის რეპორტიორმა ჩაატარა მცირე კვლევა იმის გასარკვევად, გაიზარდა თუ არა საწვავის ფასები ბოლო დღეებში და რა ღირს ერთი ლიტრი.
კერძოდ:
CHEVRONI – პრემიუმის 1 ლიტრი ღირს 2.85 ლარი.
WISSOL – პრემიუმის 1 ლიტრი ღირს 3.17 ლარი.
ROMPETROL – პრემიუმის 1 ლიტრი ღირს 3.21 ლარი.
LUKOIL – პრემიუმის 1 ლიტრი ღირს 2.98 ლარი.
დიზელის საწვავის ფასები კი 2.79-დან 3.15 ლარამდე მერყეობს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ახალქალაქში საწვავის ფასები 4-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. ეს გაძვირება უარყოფითად აისახება არა მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურებაზე, არამედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზეც. წლის ამ პერიოდში გლეხებს დიდი რაოდენობით დიზელის საწვავი სჭირდებათ, თუმცა, ტრადიციულად, სწორედ ამ დროს იზრდება საწვავის ფასი, რაც მათთვის დამატებით სირთულეებს ქმნის.
Jnews-მა ტაქსის მძღოლებთანაც ისაუბრა იმის გასარკვევად, იგეგმება თუ არა ტარიფების ცვლილება.
60 წლის ტაქსის მძღოლი ამბობს: „გაზზე დავდივართ, გაზიც გაძვირდა – დაახლოებით 30 თეთრით. მაგრამ ხალხი მეტის გადახდას არ აპირებს. გვინდა თუ არა, მგზავრობის ტარიფის გაზრდა ადვილი არ არის, მათ ხომ საკუთარი შესაძლებლობები იციან.“
საწვავის ფასების ზრდა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება როგორც მძღოლებისთვის, ისე სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებისთვის.