
ნატოს 2026 წლის სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
რუტემ მადლობა გადაუხადა თურქეთს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობის სურვილისთვის.
„თურქეთი 70 წელზე მეტია ნატოს ძლიერი მოკავშირეა და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. მომავალ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას, რათა ნატო უფრო ძლიერ და სამართლიან ალიანსად აქციონ, რომელიც მზად იქნება უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს“, – თქვა მან.
ეს იქნება ნატოს მეორე სამიტი, რომელიც თურქეთში გაიმართება, წინა 2004 წელს სტამბოლში გაიმართა.