21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან ძლიერი წვიმა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მთიან რაიონებში – ძლიერი ელვა, სეტყვა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს წყალდიდობა საქართველოს მცირე მდინარეებზე, ხოლო მაღალმთიან და მთიან ზონებში გააქტიურდეს მეწყრული და ღვარცოფული პროცესები (საფრთხის დონე საშუალოა).