მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის კარტოფილი ყველაზე ძვირი ისლანდიაში ღირს, ყველაზე იაფი კი ბანგლადეშში, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 1 კგ. კარტოფილი ისლანდიის მარკეტებში საშუალოდ 3.7 დოლარი ღირს, ბანგლადეშში კი 36 ცენტი.
5 ქვეყანა, სადაც 1 კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
ისლანდია – 3.7 დოლარი;
სამხრეთ კორეა – 3.68 დოლარი;
ნიკარაგუა – 3.63 დოლარი;
პაპუა-ახალი გვინეა – 3.38 დოლარი;
კოსტა-რიკა – 2.96 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც კარტოფილს მარკეტებში ყველაზე იაფად იყიდით, ასეთია:
ბანგლადეში – 36 ცენტი;
პაკისტანი – 37 ცენტი;
ინდოეთი – 40 ცენტი;
ნეპალი – 42 ცენტი;
ეგვიპტე – 43 ცენტი.
მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 109-ე ადგილზეა. ამ მონაცემებით, ერთი კგ. კარტოფილის ფასი მარკეტებში საშუალოდ 66 ცენტია. Numbeo-ს მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარტოფილი ყველაზე იაფია.
უფრო კონკრეტულად, მეზობელი ქვეყნების მარკეტებში 1 კგ. კარტოფილის საშუალო ფასები ასეთია:
თურქეთი (108-ე ადგილი) – 70 ცენტი;
აზერბაიჯანი (107-ე ადგილი) – 72 ცენტი;
სომხეთი (101-ე ადგილი) – 79 ცენტი;
რუსეთი (95-ე ადგილი) – 88 ცენტი.