
საქსტატის 2025 წლის II კვარტალის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცხოველეობის სექტორი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შემცირებულია პირუტყვის რაოდენობა, რძისა და ხორცის წარმოება, თუმცა კვერცხის წარმოება გაიზარდა.
2025 წლის II კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია და 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ფურისა და ფურკამეჩის საერთო რაოდენობა 398.8 ათასი სულია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8%-ით ნაკლებია.
ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სულია, რაც 12.5%-ით შემცირებულია.
პროდუქციის წარმოება:
რძის წარმოება II კვარტალში 184.0 მლნ ლიტრს შეადგენს, 1.1%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
ხორცის წარმოება 18.2 ათასი ტონა იყო, რაც 9.5%-ით არის შემცირებული.
კვერცხის წარმოება გაიზარდა 6.6%-ით და 179.7 მლნ ცალს მიაღწია.
ცოცხალი პირუტყვის ექსპორტ-იმპორტი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 21.3 ათასი სულია, იმპორტი – 2.3 ათასი.
ღორის იმპორტი 40.9 ათასი სული იყო, ექსპორტი კი – 0.3 ათასი.
საქსტატი აღნიშნავს, რომ 2025 წლის საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 16 ივნისს.