14 აგვისტოს ახალქალაქში, ბიზნეს ცენტრში „GrandMur“, გაიმართა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრა, რომლის დროსაც წარდგენილ იქნენ ახალქალაქის მერობის კანდიდატი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე, წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა რუბენ პალიანი.

melqon2

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ზაალ გელაშვილი, ვიცე-გუბერნატორი სერგი მუშკუდიანი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და პარლამენტის პროპორციული წევრი სუმბათ კიურეღიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. დამსწრეებმა კანდიდატებს გამარჯვება უსურვეს და წარმატებები უთხრეს.

melqon3

როგორც უკვე გაცნობეთ, „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, მელქონ მაკარიანი აირჩია, რომელიც ოფიციალურად გუშინდელ პარტიულ შეხვედრაზე წარადგინა.

ამავე შეხვედრაზე წარდგენილ იქნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ყოფილი 14 მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, ახალი საკრებულო 23 მაჟორიტარი (და ასევე 15 პროპორციული) დეპუტატისგან შედგება. „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები დაასახელა 23-ვე მაჟორიტარულ ოლქში. ამრიგად, მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ყველა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გარდა გურამ ოქროაძისა, მის მაჟორიტარულ ოლქში, სოფელ ჰოკამში, კანდიდატად დანიშნულია უშანგი ოქროაძე.

მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ასევე კანდიდატები არიან: კარაპეტ პალოიანი, ჰაკობ ჩახმახჩიანი, სიფან შიპაკციანი, გრიგორ კარაგებაკიანი, ნაირი მელტონიანი, ალბერტ მანუშიანი, გენადი ელიზბარიანი, არამაის ზაქარიანი, აშოტიკ იეღუნიანი, ჰამლეტ მოვსისიანი, ვაღარშაკ არაქელიანი, ჰრაჩია მოსესიანი, ნვერ მოსოიანი.

მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ასევე 2021 წელს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები: ვარდან პაპოიანი, სოღომონ ასლანიანი, ანნა ღევენიანი, ჰოვიკ მურადული, სარგის მელიქიანი, ასევე მოქმედი სოფლის მამასახლისები და სხვები.