
ზუგდიდში ორ ახალგაზრდა ქალს შორის შურის გამო დაწყებული დავა მკვლელობით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის ნ.ხ.-მ დანით დაესხა თავს 36 წლის ნ.მ.-ს და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. „ოდიშინუუსი“ წერს, რომ ქალს 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ თავდამსხმელი „ცხელ კვალზე“ დააკავა. დანაშაულის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეს დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.