სოხუმში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც ქართული შეიარაღებული ძალები რკინიგზის დასაცავად ტერიტორიაზე შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და სოხუმის დაცემით, 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა მოლაპარაკებები მხარეებს შორის რუსეთის მონაწილეობით.
სოჩის შეთანხმებას ხელი 27 ივლისს მოეწერა, რომელიც ცალმხრივად დაირღვა აფხაზური მხარის მიერ, მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გაიტანა.
ომის შედეგად, დაახლოებით 300 ათას ადამიანს აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაიღუპა, როგორც ჯარისკაცი, ისე მშვიდობიანი მოქალაქე.