„როსკომნადზორი“ რუსეთში „კრიმინალებთან საბრძოლველად“ Telegram-ისა და WhatsApp-ის მესენჯერებით ზარების განხორციელებაზე „ნაწილობრივ შეზღუდვებს“ აწესებს, იუწყება TASS.

„სამართალდამცავი ორგანოებისა და მოქალაქეების მრავალი მოთხოვნის თანახმად, Telegram-ი და WhatsApp-ი თაღლითობისა და გამოძალვის, ასევე რუსეთის მოქალაქეების დივერსიულ და ტერორისტულ აქტებში ჩართვის ძირითად ხმოვან სერვისებად იქცა“, – იტყობინება უწყების პრესსამსახური.

დადასტურებულია, რომ რუსეთში Telegram-სა და WhatsApp-ზე „სხვა ფუნქციური შეზღუდვები“ არ დაწესდება.

რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ მესენჯერებზე ზარებზე წვდომა აღდგება „რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის შემდეგ“.

ერთი დღით ადრე, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთში WhatsApp-სა და Telegram-ის მესენჯერებზე ზარების აკრძალვის გადაწყვეტილება „უკვე მიღებულ იქნა უმაღლეს დონეზე“.