საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2,294 სკოლა ფუნქციონირებდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს სკოლებში 640,700 მოსწავლე სწავლობს, რაც 2.56%-ით მეტია 2009-2010 სასწავლო წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც სკოლებში 625,000 მოსწავლე სწავლობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთაგან 331,000 ბიჭია, ხოლო 310,000 – გოგონა. თუ შევადარებთ 2009-2010 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, ბიჭების რაოდენობა 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო გოგონების – 4%-ით.