საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ამას „საქსტატის“ მონაცემებიც მოწმობს.
2024 წელს ჩვენს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 74.9 წელი იყო, რაც 3.5 წლით მეტია 1990 წლის მაჩვენებელზე.
თუმცა, ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა განსხვავებულია: ქალებისთვის ის 8.8 წლით მეტია.
უფრო კონკრეტულად, საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 70.5 წელია, ხოლო ქალებისთვის – 79.3 წელი.
აღსანიშნავია, რომ 1990 წლიდან ქალებსა და მამაკაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის სხვაობა ზოგადად 7-9 წლის დიაპაზონში მერყეობს.