საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან გაგრძელების მსურველი რუსები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სამშობლოში ნასამართლობის შესახებ ცნობა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სოციალურ-პოლიტიკური ინტერნეტ რესურსი Sotaproject, ასევე საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
Sotaproject-ის ცნობით, „განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული და დადგენილი წესით დამოწმებული ცნობა“. საქართველოში უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას ბინადრობის ნებართვაზე, თუ ის ძებნაშია, ბრალდებულია სისხლის სამართლის საქმეში, ან ნასამართლევია ბინადრობის ნებართვის მოთხოვნამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულისთვის. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ნასამართლობა გაქარწყლებულია ან მოხსნილია.
ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი მოთხოვნები შეექმნათ და ეს მოულოდნელი იყო, რადგან კანონის თანახმად, ნასამართლეობის ჩანაწერი სავალდებულო დოკუმენტების სიაში არ შედის. ბლოგერი ადასტურებს, რომ „ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახლა აუცილებელია ნასამართლეობის ჩანაწერის ორიგინალის წარდგენა, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს თარგმნილი და დამოწმებული“.
ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი მოთხოვნები შეექმნათ და ეს მოულოდნელი იყო, რადგან კანონის თანახმად, ნასამართლობის ჩანაწერი სავალდებულო დოკუმენტების სიაში არ შედის. ბლოგერი ადასტურებს, რომ „ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ახლა აუცილებელია ნასამართლობის ჩანაწერის ორიგინალის წარდგენა, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს თარგმნილი და დამოწმებული“.