ივლისი საპენსიო ფონდის პორტფელების სტაბილური ზრდის თვე იყო. გლობალურ ბაზრებზე სისუსტისა და აშშ დოლართან ლარის გამყარების ტენდენციის ფონზე, რაც ამცირებს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების მომგებიანობას, ივლისში დადებითი დინამიკა ძირითადად ეროვნული ვალუტით დენომინირებული აქტივების მაღალ და სტაბილურ მომგებიანობას უკავშირდება.

ივლისში კონსერვატიულმა პორტფელმა ყველაზე დიდი ზრდა, 0.62%-ით, აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და დინამიური პორტფელები შესაბამისად 0.51%-ით და 0.20%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის 0.17%-ით შემცირება, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა პორტფელების რეალურ შემოსავლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თვე დინამიური პორტფელისთვის შედარებით სუსტი იყო, წლის დასაწყისიდან ეს პორტფელი შემოსავლების მხრივ ლიდერობს. თუმცა, სამივე პორტფელის შემოსავლები საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება:

კონსერვატიული- 6.00%,
ბალანსირებული- 6.50%,
დინამიური- 7.08%,

უნდა აღინიშნოს, რომ დინამიური პორტფელი ასევე ლიდერობს გრძელვადიანი შემოსავლიანობით, პორტფელების ფორმირების დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო), მისი წლიური შემოსავლიანობა 13.3%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შესაბამისი მაჩვენებლები 12.5% და 11.5%-ია.

ივლისის ბოლოს, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 7.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდ ლარს.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურისა და მისი მაჩვენებლების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებში.