რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს. სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც. კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს:
• დამოუკიდებელი ონლაინმედიებისს ერთობა,
• რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე
• და მისი როლი სინათლის შენარჩუნებაში.
კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი:https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
# GE76TB7548536080100013
# GE06BG0000000609779465
ონლაინმედიები:
ბათუმელები
ნეტგაზეთი
პუბლიკა
ინდიგო
ქართლის ამბები
გურია ნიუსი
სამხრეთის კარიბჭე
Chai Khana
Info imereti
სტუდია მონიტორი
ქუთაისიპოსტი
OC Media
რადიო მარნეული
აჭარა თაიმსი
აი, ფაქტი
პროექტი 64
მედიაჩეკერი
ჩემი ხარაგაული
აპრილი
გურიის მოამბე
TOK2Region
Jnews.ge