10 აგვისტოს, კალიფორნიაში, თბილისის დროით 4 საათზე, პროფესიონალი მოკრივე ოთარ ერანოსიანი ორწლიანი შესვენების შემდეგ რინგზე დაბრუნდა. დომინიკელ დენის აგუერო არიასთან ბრძოლაში ერანოსიანმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ოთარის მეტოქე გამოცდილი სპორტსმენია. დენის აგუერო არიასს 20 მოგება და 4 წაგება აქვს.

ჯავახელი სპორტსმენი, ოთარ ერანოსიანი, 59 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

მისი თქმით, ორწლიანი პაუზა გამოწვეული იყო არა მისი ფიზიკური მდგომარეობით, არამედ მენეჯერთან დაკავშირებული პრობლემით. თუმცა, ახლა ის შესანიშნავ ფორმაშია და ახალი მენეჯერი ჰყავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მუდმივად ვარჯიშობდა.

„ყოველთვის მზად ვიყავი რინგზე დასაბრუნებლად. ამ ბრძოლისთვის უკვე სამი თვეა ვემზადები. ყოველდღიური ვარჯიშის წყალობით, ჩემი ფორმა სრულად აღვიდგინე“, — განაცხადა ოთარ ერანოსიანმა Jnews-თან ბოლო ინტერვიუში.