2025 წლის ეროვნული გამოცდების აპელაციის განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 6 აგვისტოს, საღამოს 6 საათამდე.

აბიტურიენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე- online.naec.ge

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს ერთ ან რამდენიმე დავალება.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს სააპელაციო მოსაკრებელი. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განაცხადის საფუძველზე უკან დაბრუნდება).

ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ შეეძლებათ ცვლილებების შეტანა საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 18:00 საათამდე.