5 აგვისტოს, ახალქალაქის კულტურის სახლში პოეზიის მერვე ფესტივალი გაიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ნაწარმოები წაიკითხეს, მათ შორის როგორც სომხური, ისე ქართული ლექსები.

პოეზიის ფესტივალი მაღალი განწყობითა და განსაკუთრებული სითბოთი ჩატარდა. დარბაზი სავსე იყო მომლოდინე თვალებით. აქ იყვნენ მონაწილეების მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები და სხვა სტუმრები, რომლებიც გულწრფელი ღიმილითა და ტაშით ამხნევებდნენ სცენაზე გამომსვლელებს.

asmunq 3

asmunq 2

asmunq 1

თითოეული მათგანი ლექსებს განსხვავებულად კითხულობდა – ზოგჯერ ემოციურად, ზოგჯერ კი ხმამაღლა და შთამბეჭდავად. ზოგმა თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები შეარჩია, ზოგმა კი – კლასიკოსების. შესამჩნევი იყო, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეს დღე თითოეული მონაწილისთვის.

asmunq 5

asmunq 6

„ფესტივალში 47 მონაწილე იყო სხვადასხვა ადგილიდან, აქედან 20 ამ ეტაპზე გადავიდა, იქნებიან გამარჯვებულები და პრიზები. აქამდე ასეთი ფესტივალები დერეფანში იმართებოდა, მაგრამ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობის წყალობით, კულტურის სახლის მე-2 სართულის დარბაზი გარემონტდა და გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი ღონისძიებები უკეთესად და კომფორტულად ჩავატაროთ“, – აღნიშნა ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორმა ალიკ ქსპოიანმა Jnews-თან საუბარში.

asmunq 4

ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.

პოეზიის ფესტივალის გრან-პრი ევა ხორშიკიანმა მოიპოვა.

პირველი ადგილი ბაბკენ ბერაკჩიანმა დაიკავა.

მეორე ადგილი ანაჰიტ მოვსისიანმა დაიკავა.

მესამე ადგილი ანჟელა მარგარიანმა დაიკავა.

ჟიურის სიმპათია სანდრო არტემელაძემ დაიმსახურა.

asmunq 7

asmunq 8

ღონისძიებას ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.