ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, ცესკო-ს მიმართეს პარტიებმა: „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება“ და „ლელო საქართველოსთვის“.

„სხვა პარტიებს, რომლებსაც აქვთ გასულ საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია ან ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უფლება აქვთ, 8 აგვისტოს ჩათვლით მოგვმართონ. რაც შეეხება პარტიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ რეგისტრაცია გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, არც საქართველოს პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასეთ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ. მოგვმართა ორმა. ესენია: კონსერვატორები საქართველოსთვის“ და „მამული, ენა, სარწმუნოება“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.