
Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ რძის ფასების განახლებულ ინდექსში საქართველო 127 ქვეყნიდან 28-ე ადგილზეა, საშუალო ფასით 1.89 აშშ დოლარი, რაც მას მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ რძის ბაზარად აქცევს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი რძე საქართველოშია, ხოლო ყველაზე იაფი – თურქეთში, სადაც ლიტრზე საშუალო ფასი 98 ცენტია (111-ე ადგილი).
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, იქ ფასები შემდეგია: სომხეთი (48-ე ადგილი): $1.63; აზერბაიჯანი (63-ე ადგილი): $1.41; რუსეთი (92-ე ადგილი): 1.27 ცენტი.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოში ყველაზე ძვირი 1 ლიტრი რძე შემდეგ ხუთ ქვეყანაში იყიდება:
იამაიკა: $3.54;
ტაივანი: $3.29;
განა: $3.08;
ჰონგ-კონგი (ჩინეთი): $3.01;
სინგაპური: $3.00.