ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წყლებში ტალღმტეხის ამოღებისა და მშენებლობის პროექტი გრაფიკის მიხედვით გრძელდება.

ანაკლიაში სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული სახელმწიფო კონტრაქტორი, ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ასრულებს. ის საზღვაო ინფრასტრუქტურის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა.

ანაკლიის სამშენებლო მოედანზე უკვე არის ბეტონის ქარხანა და მასალების გადამამუშავებელი ქარხანა. ბეტონის ქარხანას კვირაში 240 X ტიპის ბეტონის ბლოკის, ანუ დღეში 40 ბლოკის წარმოების სიმძლავრე აქვს. ბლოკები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ინახება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სიმძლავრე წელიწადში 600 000 კონტეინერი იქნება, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 600 მილიონი აშშ დოლარია.