შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების წინასწარ შედეგებს.
შედეგების სანახავად, აპლიკანტი უნდა შევიდეს online.naec.ge ვებგვერდზე და შესაბამის ველში შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. მის პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს შესაძლებლობა ნახოს თავისი ნამუშევრის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული წინასწარი ქულა.
ისტორიის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა 15 ქულაზე მეტია.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. გამსვლელ ქულად ითვლება 10.2 ქულაზე მეტი გამსვლელი ქულა.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. მინიმალური გამსვლელი ქულაა 15.
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. მინიმალური გამსვლელი ქულაა 25.
ისტორიის გამოცდაში, აპლიკანტი, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ 15-ზე მეტი გახდება, ინარჩუნებს ზღვარის გადალახვის შესაძლებლობას.
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, აპლიკანტი, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ 10.2-ზე მეტი გახდება, ინარჩუნებს მინიმალური ზღვარის გადალახვის შესაძლებლობას.