
ბევრისთვის ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება და ადამიანებიც სხვადასხვა ადგილას გეგმავენ დასვენებას.
ჯავახეთი გამორჩეულია თავისი ულამაზესი ბუნებით, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობითა და ისტორიული ადგილებით. ბოლო დროს აქ ბევრ ტურისტს ნახავთ, რომლებიც ველოსიპედებით მოგზაურობენ. ხშირად, უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ადგილობრივები გაკვირვებული მზერით უყურებენ. ბევრისგან მოვისმენთ ფრაზას- „აქ რა არის სანახავი, რომ ჩამოვიდნენ“.
Jnews-მა მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რომ გაერკვია, სად სურთ დასვენების გატარება ახალქალაქის მაცხოვრებლებს. გამოკითხვაში სულ 24-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველთა უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენენ.
დღეს ტურისტები აქტიურად იყენებენ Google maps-ის აპლიკაციას, რომელიც ეხმარებათ სწრაფად ორიენტირებაში და სასურველი ადგილის პოვნაში (მაგალითად, ღირსშესანიშნაობები, აფთიაქები, საავადმყოფოები, კაფეები, რესტორნები და ა.შ.), რაც იმ მომენტში ტურისტს სჭირდება.
ჩვენ ვცადეთ Google maps-ში შეგვემოწმებინა, თუ რა ღირსშესანიშნაობებია აღნიშნული სამცხე-ჯავახეთში.
აქ ჩამოსული ტურისტი, თუ Google maps-ის მეშვეობით შეეცდება მოძებნოს და იპოვოს რეგიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ღირსშესანიშნაობები, ამას ვერ შეძლებს, რადგან აპლიკაცია მხოლოდ რამდენიმე ახლომდებარე ადგილს აჩვენებს, დანარჩენი კი რეგიონისგან შორს იქნება (მაგალითად, თბილისში). ამგვარად, რეგიონის ბევრი ღირსშესანიშნაობა ტურისტებისთვის „შეუმჩნეველი“ დარჩება.
შაორის ციხე, ახალქალაქის ციხე, ვარძია, ხერთვისის ციხე, ბრილიანტის ხიდი, დაშბაშის ხეობა, ბორჯომის ცენტრალური პარკი, ბორჯომის მუზეუმი, რაბათის ციხე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, ბორჯომის მუზეუმი (ბორჯომის პროვინციული მუზეუმი), ვიქტორ ჰოვსეპიანის სახლ-მუზეუმი, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი, ჯივანის სახლ-მუზეუმი, ფარვანას ტბა, ტაბაწყურის ტბა. ჩამოთვლილი ყველა ტერიტორია ერთი შეხედვით ბევრს მიიზიდავს, მაგრამ რადგან ისინი პროგრამაში არ არიან, ისინი საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „დამალული“ დარჩება.
ფენია თოროსიან