გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მაღალი ჰაერის ტემპერატურა 4 აგვისტომდე შენარჩუნდება.
პროგნოზის თანახმად, ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 38-40 გრადუსს მიაღწევს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობი ფაქტორია (საშიშროების დონე: საშუალო).