
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ნახევრის საშუალო მაჩვენებელი 8.3% იყო.
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა სექტორებმა: ინფორმაცია და კომუნიკაციები, წარმოება, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და სასაწყობო მეურნეობა და ვაჭრობა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში.