
Fidelity International-მა ოქროს ფასის პროგნოზი 2026 წლის ბოლოსთვის გააკეთა, იმ ვარაუდით, რომ ძვირფასი ლითონის ფასი მიმდინარე ფასთან შედარებით 20%-ით გაიზრდება.
კომპანიის ანალიზის თანახმად, ოქროს ფასმა შესაძლოა მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში უნციაზე 4000 დოლარს მიაღწიოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეამცირებს თუ არა აშშ-ის ფედერალური რეზერვი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს, დასუსტდება თუ არა დოლარი და გაზრდიან თუ არა ცენტრალური ბანკები ოქროს შესყიდვებს.
ეს შეფასებები შეესაბამება Goldman Sachs-ის ანალიზს, რომელმაც ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ოქროს ფასი შეიძლება უნციაზე 4000 დოლარამდე გაიზარდოს.
მაგალითად, Citigroup უფრო ფრთხილია და პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი უნციაზე დაახლოებით 3315 დოლარი იქნება.