იმერეთის რეგიონის ხონის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა „Mega TV“ გვაცნობებს, რომ გუშინ ღამით მესამე სკოლასთან საბანში გახვეული ახალშობილი იპოვეს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.