საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთიან ზონებში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ტემპერატურამ შესაძლოა +38-დან +41 გრადუსამდე მიაღწიოს.

„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს თერმული სტრესისა და ტყის ხანძრების რისკს (საფრთხის დონე: საშუალო)“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.