დღეს, 28 ივლისს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. ახალქალაქისა და მურჯახეთის გუნდები ფინალში გავიდნენ.

ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს შემდეგი გუნდები შეეჯიბრნენ:

ახალქალაქი – სულდა

ბურნაშეთი – მურჯახეთი

sulda futbol

მატჩები დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. შედეგად, გამარჯვება მოიპოვეს ახალქალაქისა და მურჯახეთის გუნდებმა, რითაც ფინალში ადგილი მოიპოვეს.

29 ივლისს გაიმართება მუნიციპალური ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი. სულდასა და ბურნაშეთის გუნდები მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო ახალქალაქისა და მურჯახეთის გუნდები პირველი და მეორე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

futbol sulda1

გევორგ ჯანოიან