საქართველოში საწვავი გაძვირდა. ფასის მატება მიმდინარე კვირას – 19 ივლისიდან დაიწყო და პერიოდულად აისახა ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე.

Petrol Prices-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ საწვავის ტიპიდან გამომდინარე, სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ფასის მატება 4-20 თეთრის ფარგლებშია.

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამჟამად სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:

Gulf (გაძვირდა 6 თეთრით)

G-Force სუპერი – 3.53 ლარი;
G-Force პრემიუმი – 3.13 ლარი;
G-Force ევრო რეგულარი – 3.03 ლარი;
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი;
G-Force ევრო დიზელი – 3.09 ლარი;
ევრო დიზელი – 2.99 ლარი.
Wissol (გაძვირდა 6 თეთრით)

ეკო სუპერი – 3.53 ლარი;
ეკო პრემიუმი – 3.12 ლარი;
ეკო დიზელი – 3.04 ლარი;
ევრო დიზელი – 2.90 ლარი;
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი;
დიზელ ენერჯი – 2.94 ლარი.

Socar (ფასი ამ ეტაპზე უცვლელია)

ნანო სუპერი – 3.45 ლარი;
ნანო პრემიუმი – 3.05 ლარი;
ნანო ევრო რეგულარი – 2.85 ლარი;
ევრო 5 დიზელი – 2.87 ლარი;
ნანო ევრო 5 დიზელი – 2.99 ლარი.
Rompetrol (გაძვირდა 4-8 თეთრით)

Efix სუპერი – 3.54 ლარი;
Efix ევრო პრემიუმი – 3.17 ლარი;
ევრო რეგულარი – 2.95 ლარი;
Efix ევრო დიზელი – 3.10 ლარი;
ევრო დიზელი – 3.05 ლარი.
Portal (გაძვირდა 10-20 თეთრით)

სუპერი – 3.10 ლარი;
პრემიუმი – 2.89 ლარი;
ევრო რეგულარი – 2.69 ლარი;
ევრო დიზელი – 2.94 ლარი;
ეფექტური დიზელი – 2.74 ლარი.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასები შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ბოლო ვაჭრობით, ერთი ბარელი brent-ის ტიპის საწვავი 68.44 დოლარი (-1.07%) ღირს, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 65.16 დოლარია (-1.32%).