
23 ივლისის საღამოს, ახალქალაქის „ხას ბახჩას“ ცენტრალურ პარკში ცნობილი ქართული ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საღამოს 8:00 საათზე დაიწყო.
კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. წარმოდგენას ქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები, მათ შორის ოჯახები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები დაესწრნენ.
ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 2011 წლიდან მოღვაწეობს და პოპ-როკისა და პანკის ჟანრებში მუსიკას ასრულებს. ჯგუფი აქტიურად მართავს ტურნეს საქართველოს რეგიონებში. ახალქალაქი ზაფხულის საკონცერტო ტურნეს ერთ-ერთი ადგილი გახდა.