
ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის #3-ის მაცხოვრებელი ჩივის, რომ მისი პრობლემა ოთხი წელია გადაუჭრელი რჩება. მისი თქმით, მცირე წვიმის შემდეგაც კი, ბინა მთლიანად წყლით ივსება.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს არაერთხელ მივმართე, რამდენიმე განაცხადი დავწერე. მხოლოდ ჩემმა მეზობლებმა მოაწერეს ხელი, მაგრამ ისინი არასდროს მოსულან ჩემთან ერთად. მე ბოლო სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ჩემი სახლი ყველაზე მეტად ზიანდება. როცა წვიმს, ქოთნებს ვაწყობ, რომ წყალი იატაკზე არ გადმოვიდეს“, – ამბობს ანტარამ წარუკიანი, აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის #3-ის მაცხოვრებელი.
მისი თქმით, მათ შენობის სახურავის შეკეთებას წელს დაჰპირდნენ და იმედოვნებს, რომ ეს მოხდება.
„მათ მითხრეს, რომ თუ მუნიციპალიტეტში არ მივალ, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“, – ამბობს ანთარამი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსმა, არა მოვსისიანმა, Jnews-ს განუცხადა, რომ ამჟამად შენობის სახურავის შეკეთების გეგმა არ არსებობს.
„ამ ეტაპზე, ამ შენობის სახურავის შეკეთება არ იგეგმება, მაგრამ შესაძლებელია, რომ პროექტი მომავალი წლის გეგმებში შევიდეს“, – განაცხადა არა მოვსისიანმა.
აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე No3 მრავალსართულიანი შენობის სახურავი სრულიად ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა ზოგიერთი მცხოვრები სახურავის დაზიანებულ ნაწილებს დროებით საკუთარი სახსრებით ფარავს.
გევორგ ჯანოიან