ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სამი დღეა მიმდინარეობს მუნიციპალური ფეხბურთის ჩემპიონატი. ტურნირში სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის გუნდები მონაწილეობენ, მატჩები დღეში რამდენიმე თამაშით იმართება.
21 ივლისს ჩატარდა 4 მატჩი, რომელშიც გაიმარჯვეს აზარვეტის, ეხტილას, ხულგუმოსა და ახალქალაქის ქალაქ გუნდებმა.
22 ივლისს 5 თამაში გაიმართა, სადაც მერენიას, ვაჩიანის, კოთელიას, სულდას და ბუღაშენის სოფლების გუნდებმა გაიმარჯვეს.
დღეს, 23 ივლისს, ასევე 4 თამაში გაიმართა, გამარჯვებულები კორხის, ბურნაშეტის, კარტიკამის და მურჯახეთის სოფლების გუნდებმა გაიმარჯვეს.
Jnews-თან ინტერვიუში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა აკაკი მელიქიძემ აღნიშნა:
„ჯერჯერობით 13 მატჩი ჩატარდა. ფინალის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, სავარაუდოდ, ის ორშაბათს ან სამშაბათს გაიმართება. ხვალ ასევე 5 მატჩია მოსალოდნელი.“
24 ივლისს შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
აზარვეტი – ეხტილა,
ახალქალაქ სიტი – ხულგუმო,
ვაჩიანი – კოთელია,
სულდა – ბუღაშენი,
მერენია – მურჯახეთი.
გევორგ ჯანოიან