
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქურდობის ბრალდებით დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავიაციის უსაფრთხოების დეპარტამენტის ინსპექტორი. ინსპექტორი მოსამართლის გადაწყვეტილებით დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებულმა მ.ბ.-მ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უკანონოდ მითვისების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილი ოქროს ნივთი.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქურდობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გრძელდება“, – იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.