
პოლონეთი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ აღიარების გამო.
რუსეთში მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, დატოვონ მისი ტერიტორია არსებული კომერციული და პირადი საშუალებებით, თუ მათი პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები არ მოითხოვს მათ ქვეყანაში დარჩენას.
რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში გენერალური საკონსულოების საქმიანობის ნებართვების გაუქმების გადაწყვეტილებით. პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდულია და შეიძლება მოითხოვდეს ძალიან შორეულ საკონსულო დაწესებულებებთან დაკავშირებას…
„უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს“, – აღნიშნავს დეპარტამენტი.