
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ელვა. ზოგან, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან ზონებში, შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობები აღმოსავლეთ საქართველოს მცირე მდინარეებზე, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყერული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება (საშიშროების დონე- საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.