ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში გაიმართა კიკბოქსინგის ღია ჩემპიონატი, რომელშიც სამცხე-ჯავახეთისა და სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქიდან 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის მერიის Facebook გვერდი ავრცელებს.

სპორტული ღონისძიება ჩატარდა სპორტული კომპლექსის ორგანიზებითა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით.

QINBOQS 3

როგორც ახალქალაქის მერიის Facebook გვერდი იუწყება, ამ სპორტული მარათონის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება და კიქბოქსინგის საბრძოლო ხელოვნების გავრცელება მუნიციპალიტეტში.

გვერდის ინფორმაციით, კიქბოქსინგის ტურნირს ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი მკრტიჩ მხდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

QINBOQS2

გევორგ ჯანოიან