საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო გრანტების გაცემის პრიორიტეტული სფეროები და მიზნობრივი პროგრამები.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო გრანტის შემდეგი პრიორიტეტული სფეროები: დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომის, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული სფერო მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო იმუშავებს „სახელმწიფო გრანტების გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად, რომლის მიზანია სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.