
რუსული მხარის ცნობით, დრონით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ცხრა რეგიონსა და შავი ზღვის თავზე ღამით 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში. მათი მონაცემებით, ჩამოგდებული დრონებიდან 16 დედაქალაქისკენ მიემართებოდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვის რეგიონში ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად ავტომობილები დაიწვა.
ჩავარდნილი დრონის ნამსხვრევები ზელენოგრადში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა.
დრონით თავდასხმის გამო, მოსკოვის ყველა აეროპორტში – შერემეტიევოში, დომოდედოვოში, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის – თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვები დაწესდა.