
სოფელ ხავეთის გზის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობის ყველაზე დიდ მოლოდინს წარმოადგენდა. გზა 3 წლის განმავლობაში შენდებოდა.
„ეს საქმე საბოლოოდ განხორციელდა. ეს გზა ჩვენი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონ მძღოლი ვარ და ახლა სირთულეები არ გვაქვს. გზის მონაკვეთის ორივე მხარეს ქვიშა დაყარეს, საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ“, – ამბობს სოფელ დავნიის მაცხოვრებელი ჰარუთუნიან მიტუში.
გზა ხავეთის ცენტრალურ ნაწილამდე აღწევს და ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სამუშაოები დადებითად იმოქმედებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. სოფელში ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ დაპირდა, რომ მომავალ წელს სკოლისა და სასაფლაოსკენ მიმავალ გზის მონაკვეთებსაც შეაკეთებენ.
ხავეთელი ბარეკიან აღვანი აღნიშნავს, რომ გზის გარდა, სოფელში სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც არის, მაგალითად, გაზის არარსებობა.
„ცხოვრების ძირითადი პირობების არარსებობის გამო, ჩვენი სოფელი დაიცალა. თუ გაზი იქნება, ცხოვრება გამარტივდება. რა მნიშვნელობა აქვს, ქალაქში ვცხოვრობ თუ სოფელში, მაინც ვიმუშავებ, რომ ვიცხოვრო“, – ამბობს ის.
მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მიმდინარე სამუშაოების წყალობით, ხავეთი აყვავებულ დასახლებად გადაიქცევა.
შეგახსენებთ, რომ ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო სოფელ ხავეთიდან. ამ პერიოდში 5.5 კილომეტრზე მეტი გზა დაიბეტონდა. 2024 წელს დაიბეტონდა ერინჯა-მიასნიკიანის მონაკვეთი, რისთვისაც 2024 წელს გამოიყო 148,751 ლარი, ხოლო 2025 წელს – 1,678,889 ლარი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ახალაშენებული გზა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სამი სოფლისთვის: ხავეთისთვის, დავნიისთვის და ერინჯასთვის.
გევორგ ჯანოიან