სიახლე
საქართველოროგორ გავუმკლავდეთ სიცხეს- რჩევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან
19.07.2025
ნახვები: 69 |
ავტორი:
Rima Garibyan
გარემოს დაცვის ეროვნული ცენტრის ამინდის პროგნოზის თანახმად, 21-დან 23 ივლისამდე ექსტრემალური სიცხეა მოსალოდნელი, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ექსტრემალურ სიცხესთან გამკლავებისთვის აუცილებელი ნაბიჯების შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
- სახლის განიავება- დიდხანს გაანიავეთ თქვენი სახლი ღამით და ადრე დილით, როდესაც გარეთ ტემპერატურა დაბალია, რათა გაგრილდეს.
- სიცხის შეზღუდვა დღის განმავლობაში- შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში დღის განმავლობაში.
- განათება და ელექტროენერგია- გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდეთ ელექტროენერგიის მოხმარება.
- მოერიდეთ გარეთ გასვლას პიკის საათებში-მოერიდეთ გარეთ ყოფნას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
- ფიზიკური დატვირთვა: მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
- უსაფრთხოება ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის- არ დატოვოთ ბავშვები ან შინაური ცხოველები გაჩერებულ მანქანებში.
- გაგრილება- მიიღეთ გრილი შხაპი .
- ტანსაცმელი- გარეთ გასვლისას ჩაიცვით ნატურალური მასალისგან დამზადებული, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი.
- ჰიდრატაცია- რეგულარულად დალიეთ ბევრი სითხე.
- მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს.
- კვება- ხშირად მიირთვით მცირე ულუფებით საკვები, მოერიდეთ ცილოვან საკვებს.
- მედიკამენტები- თუ მედიკამენტებს იღებთ, ჰკითხეთ ექიმს მათი შესაძლო გავლენის შესახებ თქვენს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე.
- მზისგან დაცვა- მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.